ფრონტზე უკრაინის რამდენიმე გამარჯვება და ოკუპანტები უკრაინიდან გაიქცევიან – აცხადებს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა РБК-Україна-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე ნახეს, თუ როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ფრონტზე რამდენიმე, თუნდაც მცირე, მაგრამ გამარჯვების შემდეგ რუსი სამხედროები გაიქცევიან და ასე იქნება- დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანადგურებთ მათი მომარაგების ჯაჭვებს, საწყობებს და ასე შემდეგ. და დადგება კითხვა: სად წავლენ ისინი? და მათი სულისკვეთება… ეს იქნება ზვავივით, თავდაცვის ერთი ხაზი მოირყევა და მთლიანად დაეცემა“ – განაცხადა რეზნიკოვმა.