“განათლების სისტემაში წლების მანძილზე ჰქონდათ ფესვები გადგმული ფსევდოლიბერალებს და ეს ფესვები დღესაც არის აქტუალური, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მთავარია, რომ წინ გავიხედოთ და მთავარია რომ ბლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები. საქართველოში განათლების სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული პატრიოტის აღზრდაზე და ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით განმსჭვალული მოსწავლის აღზრდაზე. ეს ფესვები უნდა ჩაიჭრას, რაც ჰქონდათ ფსევდოლიბერალებს, რაც აქვთ როგორც ჩანს, დღემდე შემორჩენილი  და თავიდან ბოლომდე გადაიხედება როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ისე თითოეული სახელმძღვანელო. მართლა გამაოგნებელია იმ ლიტერატურის არარსებობა სავალდებულო პროგრამაში, რაზეც საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია. ამას თუ არ ასწავლი, “აჩრდილს” თუ არ ასწავლი მოსწავლეს, მაშინ ვასწავლოთ ლაშა ბუღაძის პიესები და როგორ განათლებას მიიღებენ მოსწავლეები  ძალიან კარგად დავინახავთ. ეს არის მართლა გამაოგნებელი , ეს არის სწორედ ფსევდოლიბერალების
შედეგი, რაც  რა თქმა უნდა, ბლომდე უნდა შეიცვალოს. საქართველოში განათლების სისტემას უნდა დაუბრუნდეს სავალდებულო პროგრამაში ის საკითხები, რაც არის აუცილებელი პატრიოტის აღზრდისთვის…

ჩვენ უკვე მივიღეთ ზოგადი განათლების დოკუმენტი, ამის საფუძველზე გადაისინჯება ეროვნული სასწავლო გეგმა და გადაისინჯება სახელმძღვანელოებიც. მე გპირდებით, რომ მოსწავლეებისთვის იქნება უზრუნველყოფილი განსხვავებული შინაარსის სწავლება”

განაცხადა “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ.