“ფსიქოლოგიურად ფორმაშია” – ედუარდ სააკაშვილმა მამამისი მოინახულა

ედუარდ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში თავისი მამა, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი ფსიქოლოგიურად კარგ ფორმაშია და უნდა, 2 დეკემბრის სასამრთლო პროცესს დაესწროს.

მისივე განმარტებით, სააკაშვილთან პოლიტიკურ საკითხებზე არ უსაუბრია.

“ეს იყო ზოგადად მეორე შეხვედრა, თუმცა გადაყვანის და მთელი ამბების მერე პირველად. სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის ფსიქოლოგიურად ფორმაში და აქვს სურვილი, რომ დაესწროს პროცესს. მეც იმედი მაქვს, ამის შესაძლებლობა ექნება. პოლიტიკაზე არ გვისაუბრია, უბრალოდ მოვინახულე. სასიამოვნო შეხვედრა იყო, იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს”,– თქვა ედუარდ სააკაშვილმა ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.