ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან 5.5 ტონა რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ინფორმაცია ამის შესახებ, იაპონურმა მედიამ გაავრცელა. მოგვიანებით კი დაადასტურა კომპანია Tokyo Electric Power Company-მ.
კომპანიის თანამშრომლებმა გაჟონვა იმ მოწყობილობიდან დააფიქსირეს, რომელიც წყლის გასაფილტრად იყო დამონტაჟებული. რადიოაქტიური წყლის გაჟონვა, ადგილობრივი დროით 08:53 საათზე მოხდა. ამასთანავე როგორც ცნობილია, გაჟონილი წყლის უდიდესი ნაწილი მიწამ შეიწოვა. კომპანია Tokyo Electric Power Company-ი აცხადებს, რომ ისინი აკვირდებიან ელექტროსადგურის სიახლოვეს გარემოს და წყალს, თუმცა წყლის მოწამვლის ნიშნები და ცვლილეები მის ხარისხში ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
გაჟონილი წყლის რადიოაქტივობა 22 მილიარდი ბეკერელია. ბეკერელი რადიოაქტიური წყაროს აქტივობის განმსაზღვრელი ერთეულია.
ფუკუშიმაში დაგროვებული წყალი შეიცავს დაახლოებით, 190 ტრიტიუმის ბეკერელს ერთ ლიტრზე, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სასმელი წყლის განსაზღვრულ ლიმიტის სტანდარტზე დაბალია. ორგანიზაციის დასაშვები დოზა ლიტრზე 10 000 ბეკერელია.