ფულადი წახალისება გაზაფხულზე რომ დაგეგმილიყო, მაღალ რიცხვს გადავარჩენდით -ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
”ძალიან ეფექტური იყო ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ წავახალისეთ 60 წელს ზევით მოქალაქეები, ფულადი წახალისებით, ამ პერიოდში 4-ჯერ არის გაზრდილი და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ მივუახლოვდით აგვისტოს მაჩვენებელს, როდესაც გვქონდა საკმაოდ მაღალი ტემპი ვაქცინაციის.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ღონისძიება დაგეგმილიყო არა გვიან შემოდგომით, არამედ გაზაფხულზე, როდესაც ეროვნული კალენდრით ამ ადამიანებს ეკუთვნოდათ კიდეც ვაქცინაცია. ამ პერიოდში ის ლეტალობები, რომელიც ჩვენ გვქონდა, მოვახერხებდით და ამ ადამიანების მაღალ რიცხვს გადავარჩენდით.” – აცხადებს ტიკარაძე.