“ამ ფულის, როზგისა და შარდის სუნით გაჟღენთილი არჩევნების “მოგების” ფასი ხელისუფლებისთვის არის საპარლამენტო არჩევნების გარანტირებული წაგება.
რაც უფრო შორს გადაიწევს ეს არჩევნები, მით უფრო კატასტროფული იქნება ეს მარცხი და მით მეტი პასუხისმგებლობა იმ “საგმირო საქმეებზე”, რაზეც ხელისუფლებაში მოკალათებული ჯგუფი ხელს აწერს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
ახლა მთავარია, ამ საზოგადოებამ იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ ხელების ჩამოშვების, ან პირიქით შუბლით დატაკების ნაცვლად, იფიქროს და უზრუნველყოს ის მომავალი, რომელიც დაასრულებს მანკიერ პოსტ-საბჭოურ სისტემას და რომელიც შექმნა ერთმა, გადაიბარა მეორემ და განავითარა მესამემ…”
წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე.