ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება ნიკა მელიას დაპირებას თბილისის სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს დაახლოებით 50-70 მილიონი დაჯდება.
მისი თქმით, “ფული არ მოტყდება”, რითაც გამოთავისუფლდება კვებაში დასახარჯი თანხა.
“უფასო კვება დედაქალაქის სკოლებში ბიუჯეტს დაუჯდება წელიწადში 50-70 მილიონი ლარი და გამოიკვებება 150 000-მდე ბავშვი. რა არის ამაში წარმოუდგენელი და არანორმალური? ზუსტად იმდენივე, რამდენიც კალაძემ ავტობუსების მხოლოდ ერთი ტენდერიდან “მოტეხა”.
არ მოტყდება ფული და მივა მოსახლეობამდე. უკეთესში რაში დავხარჯავთ? სკოლის კვებაში ამდენი თანხაო და 265 მილიონი ლარი ფეხბურთისთვის რომ დაიხარჯა უკანასკნელ
წელიწადში, რა მივიღეთ? აი ეგ არის წყალში და კობიაშვილ-კალაძის ჯიბეში გადაყრილი მილიონები”,- წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების II ტურამდე ორი კვირით ადრე თბილისში გამოჩნდა ნიკა მელიას ბანერები, რომელზეც წერია დაპირება – “უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში”.