“ფურცხვანიძეს გაუკვირდა დაკავების ამბავი, სხვა თანამშრომლებიც გაოგნებულები არიან” – გრინსერვის პლუსის თანამშრომლებისა და კომპანიის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დოკუმენტაციის გაყალბებასთან, ან არასწორად შესრულებულ სამუშაოებთან შემხებლობა არ აქვთ.
“შევხვდი ლაშა ფურცხვანიძეს. იგი დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, ის ნამდვილად მართალია. გავესაუბრე, დეტალები გავიარეთ. ჯერ ბრალი და საქმის მასალები არ გადმომცემია და საქმეს დეტალურად ვერ ვიცნობ. მას გაუკვირდა დაკავების ამბავი. დღეში სამჯერ მიდიოდა გამოკითხვაზე და თუ დასაკავებელი იყო, მივიდოდა და დააკავებდნენ. რამ გამოიწვია სამსახურში, ოფისში მისი დაკავება, გაუგებარია. ჩვენება, ყველაფერი გამოძიებისთვის დეტალურად აქვს მიცემული. იგი თანამშრომლობდა და გააგრძელებს თანამშრომლობას. მისი ბრალეულობა არაფერი არ არის“, -აცხადებს ადვოკატი.