ეს უბრალოდ ფუჭი დროის ნაყვაა, სხვა არაფერი. აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და მოითხოვს მხოლოდ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს ან კონსტიტუციას ან ევროპულ ღირებულებებს ან დემოკრატიას, ხომ? წარმოუდგენელია. ეს არის ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავდით.
ასე ეხმაურება ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს