ფშაველი-აბანო-ომალოს გზიდან მანქანა გადავარდა – დაიღუპა ახალგაზრდა კაცი

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზიდან ავტომობილი გადავარდა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი პირი კი დაშავდა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.