ფშავში მეწყერმა ერთი ადამიანი მოიყოლა

ფშავში ჩამოწოლილმა  მეწყერმა ერთი ადამიანი, სავარაუდოდ ტურისტი მოიყოლა – ვრცელდება შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ, რომ ადგილზე ერთ ადამიანს ეძებენ.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გუშინ აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ნაწილში– ფშავ–ხევსურეთში, მცხეთა–მთიანეთის მუნიციპალიტეტში წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად არაერთი მეწყერი ჩამოწვა. წყალმა წაიღო არაერთი ხიდი.