საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად, საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანის პროცესი დაიწყო.
მოქალაქეთა გამოყვანა ხორციელდება სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგლი.
რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ, დღეს დილიდან კი, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად წყალმა წაიღო ხიდები, გზებზე ზოგან მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ათობით ტურისტი გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა.