ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში ტერაქტის მაღალი საფრთხის გამო ქვეყნები თავიანთი მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ ტერიტორია.
ავსტრალიამ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე გამოაქვეყნეს გაფრთხილება. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ გამეგზავრონ ქაბულის აეროპორტში და დაელოდონ შემდეგ მითითებას.
თალიბანმა მოქალაქეების ევაკუაციისთვის ქვეყნებს ვადა 31 აგვისტომდე მისცა, ამიტომ ისინი ადამიანების გამოყვანას ჩქარობენ. ამ ეტაპზე ევაკუირებულია დაახლოებით 82 ათასი ადამიანი.
ათასობით პირი კვლავ იცდის აეროპორტის შიგნით და გარეთ, იმ იმედით, რომ ქვეყნიდან გაფრინდება.