უმრავლესობის წევრი გიორგი ქადაგიშვილი ამბობს, რომ გიორგი პიროვნული რეიტინგი მრავალი ფაქტორიდან გამომდინარეობდა, მათ შორის ქართული ოცნების პრემიერობიდან.
მისი თქმით, თუ ყოფილი პრემიერის მიზანი იქნება ოპოზიციურ ფლანგზე “პარტიების მიერ მიტოვებული ამომრჩევლის და მათ მიერ უგულებელყოფილი ხმების მოზიდვა”, მის პარტიას ექნება გარკვეული წარმატების პერსპექტივა.
“თუ მისი მიზანი იქნება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მისკენ გადაბირება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მისი პოლიტიკური მოსავალი ძალიან მიზერული იქნება. მე ვისურვებდი საქართველოში ყოფილიყოს ისეთი პარტია, რომელიც როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებში ვხედავთ, არ იყვნენ ჩაჯინებული მხოლოდ დესტრუქციულ დღის წესრიგს და უნარი ჰქონდეთ პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ოცნებიდან წასულ დეპუტატებს შესაძლოა გარკვეული ვალდებულებები ჰქონდათ გახარიასთან.
„ის პიროვნებები, ვინც გადავიდნენ გახარიასთან, იყვნენ დაკავშირებულნი პიროვნულად გიორგი გახარიასთან და რაღაც ვალდებულებები გააჩნდათ. ვისაც პიროვნული ბმა ჰქონდა, ისინი გადავიდნენ,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.