თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისს კახა კალაძეზე უკეთესი მერ არ ჰყოლია. ამის შესახებ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, თუ მერობის კანდიდატად კახა კალაძე იქნება წარდგენილი, დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს.
“მერის თანამდებობაზე თუ იქნა კალაძე წარდგენილი, მე, ჯერ ერთი მხარს დავუჭერდი “ოცნების” კანდიდატს ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კალაძეს დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს იმიტომ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ისევ ხვალ ამაზე შეიძლება ატყდეს დავა და გამაკრიტიკონ, არ ჰყოლია ქალაქს კალაძეზე უკეთესი მერი, მე არ მახსოვს,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.