ქალაქ მაკაროვზე კონტროლი დავიბრუნეთ – გენშტაბი

უკრაინელმა გენშტაბი აცხადებს, რომ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ დაიბრუნეს ქალაქ მაკაროვზე კონტროლი. ქალაქი კიევიდან 60 კილომეტრშია.

მათი ცნობით, ქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს.

“უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართულია ქალაქ მაკაროვის თავზე, რუსებმა უკან დაიხიეს”, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.