ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე იმღერებს

მომღერალი და მსახიობი კაბუ (კახა აბუაშვილი), რომელიც ქალზე ძალადობაშია ბრალდებული, 27 დეკემბერს, ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე იმღერებს.

ინფორმაცია ახალციხის მერიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

მომღერალი,  26 ნოემბერს დააკავეს. ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

27 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. კაბუმ საპატიმრო 29 ნოემბერს დატოვა.