ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტში არ უშვებენ. პარლამენტის დაცვის სამსახურის წარმომადგენლება შენობაში არ შეშვება ”უსაფრთხოებას” დააბრალა თუმცა არ განუმარტავს, რა საფრთხის შემცველია უფლებადამცველი ქალების შესვლა პარლამენტში.
“მე ვარ პარლამენტის წევრი და მე უნდა მივიღო ადამიანი, რომელსაც ჩემთან შეხვედრის სურვილი აქვს. მევალება მე ეს კანონით, ჩემი სურვილი კი არ არის. თქვენ გეუბნებიან, რომ არ შემოუშვათ, რომ უნდა ამიხსნათ, რატომ არ უშვებთ”, – უთხრა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დაცვის სამსახურის წარმომადგენელს.
კუჭავამ არასამთავრობო ორგანიზაციების პარლამენტში არ შეშვება წესრიგის დაცვის მიზეზით ახსნა და თქვა, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი სხდომაა და ვერ დაუშვებენ, რომ ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა ჩაიშალოს.
“თქვენ გახსოვთ ბოლო ორი რიგგარეშე სხდომა როგორ წარიმართა, ერთ-ერთი სამწუხაროდ ჩაიშალა. წესრიგი ახსენეთ და სწორედ არის ის, რაც უნდა უზრუნველვყო მე და ეს არც დღეს ხდება, არც გუშინ ხდებოდა, ეს ხდება წლების განმავლობაში, როცა მუშაობს უსაფრთხოების წესები, რომ პარლამენტის მუშაობას არ შეექმნას საფრთხე”, – თქვა კუჭავამ.