ქალი, რომლის სარჩელის გამოც გოგი წულაია დააკავეს, ქუთაისის მერიიდან ფინანსდებოდა. ამის დამადასტურებელ დოკუმენტს “სი ნიუსი” ავრცელებს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ასმათ დვალიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციას ფული ბიუჯეტიდან ერიცხებოდა. “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის ინფორამციით, ასმათ დვალიშვილი სავარაუდოდ, სამხედრო პოლიცის აგენტია და ის ოპოზიციასთან შეაგზავნეს.
“შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ის არის აგენტ-პროვოკატორი, იმიტომ რომ ანალოგიური სქემით მუშაობდა სხვადასხვა ადამიანებთან, მათ შორის პოლიტიკოსებთან და მათ შორის სხვადასხვა აქტივისტებთან, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ის არის აგენტი და მას სხვადასხვა დავალებით იყენებენ, არსებობს ვახტანგ ჯალაღონია, წარსულში ნასამართლევია, მას ასევე უჩიოდა რომ მას ქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობა. ასმათ დვალიშვილი თითქოსდა არის ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტი, მაგრამ მას აფნანსებდა “ქართული ოცნების” პირობებში ქუთაისის მერია, ერთჯერადად მას 5 ათასი ლარი აქვს მიღებული არარსებული პროექტის განხორციელებაში” – ამბობს ელისო კილაძე.