“ქალს რომელსაც ამცირებდი, სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ “მეტკინა ლოყა ამიწითლდა და ამიტომ უნდა ვუჩივლო და 6 წლით ციხეში ჩავსვა…” – ამის შესახებ, მწერალმა ნაირა გელაშვილმა მაუწყებლის ეთერში მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
”რანაირად შეიძლება დასუსტებული ქალი, რომელსაც მანამდე შენ შეურაცხყოფას აყენებდი, ამცირებდი ყველანაირად და ღირსებაშელახულმა დასუსტებული ხელი გამოგიქნია და სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ “მეტკინა, ლოყა ამიწითლდა და ამიტომ უნდა ვუჩივლო და 6 წლით ციხეში ჩავსვა…”
ვისაც ეს არ ესმის, რა კატასტროფაა მორალური, თვითონ ბატონი დგებუაძე და მისი მეგობარი, რომელიც ამბობდა “ისეთი ძლიერი სილა გააწნა, რომ…” და სირცხვილის განცდა არ აქვს.
ეს ნიშნავს, რომ ამ კაცში მამაკაცური თვითშეგრძნებაა განადგურებული, ის ვერ გრძნობს, რომ ის კაცია და ის ქალია.
ეს სერიოზული პრობლემაა, ჩვენი ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი გახდა საერთოდ, თუნდაც მოწიწების ან დისტანციის დაკარგვა ქალის მიმართ – მაგრამ საქართველოში, როგორც ყველა უბედურება, ეს ძალიან გამოკვეთილია.- განაცხადა ნაირა გელაშვილმა.