ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ფოტო : ჩემი ქალაქი მკლავს

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული 1 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.