კიდევ ერთი ინციდენტი ქარელში – საავადმყოფოსთან, სადაც მთავარი არხის ჟურნალისტი შტაბიდან გადმოგდების შემდეგ გადაიყვანეს, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მთავარი არხის კიდევ ერთ ჟურნალისტს თავს დაესხა. მან ჟურნალისტზე ძალადობა სცადა, თუმცა პოლიციამ ის ტერიტორიიდან განარიდა.
ადგილზე ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან შეკრებილები და ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტი აივნიდან არ გადმოუგდით და ის თავად გადმოვარდა. იმავეს ამბობს მამუკა მდინარაძე.
მთავარი არხის განცხადებით, ქარელში მათი ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მას სავარაუდოდ სხეულის მოტეხილობები აქვს და ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.