“ქართველების ერთი ნაწილი პირდაპირ ეთერში თავგამოდებით რომ ამტკიცებს, გარეჯი ჩვენი არ არის და აზერბაიჯანს ეკუთვნისო, ამ საშინელ ვირუსს რა ეშველება“–ვასილ მაღლაფერიძე

ფოტო: 1 არხი
ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას ფეისბუქზე ეხმაურება.

„ანგარიში ძმებშიც მოსულა და ქართველები და აზერბაიჯანელები გავაგრძელებთ გარეჯზე მოლაპარაკებებს, მაგრამ ქართველების ერთი ნაწილი პირდაპირ ეთერში თავგამოდებით რომ ამტკიცებს, გარეჯი ჩვენი არ არის და აზერბაიჯანს ეკუთვნისო, ამ საშინელ ვირუსს რა ეშველება?! საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტიქტი მწერს და ნადირ-ფრინველს აქვს და ადამიანს გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდემეზობლისააო. ძალიან, მძიმე ვირუსია, ძალიან!

P.S. რაც დღეს პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან და ან რა ჩვენება უნდა მისცენ ამ კომისიის წევრებმა?! მაგათ ხელში კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები“,- წერს ვასილ მაღლაფერიძე.