შეგიძლიათ მოელოდეთ მკაცრ ფორმულირებას ევროპარლამენტისგან, თქვენ ნახეთ რეზოლუცია, რომელიც მივიღეთ არჩევნების შესახებ, შეშფოთებები, რომლებიც გვაქვს მის შედეგებთან და იმასთან, თუ როგორ ჩატარდა. ჩვენი მოწოდება არის ის, რომ საქართველომ ევროპული გზა არ მიატოვოს.

ევროპულ საბჭოებზე უკვე წლებია დავდივარ და თუ არსებობს ერთი რაღაც, რაც ყველა ამ საბჭოზე დომინირებდა, ეს არის ის, რომ ჩვენ პირობა დავუდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამენ, რომ კარს მათთვის არ დავხურავდით. ეს ქართველ ხალხსაც მოიცავს, რომლებიც დღეს ქუჩაში ევროკავშირის დროშით დგომას განაგრძობს და ჩვენ ისინი არ უნდა მივატოვოთ. ეს არის პოზიცია, რომელიც ძალიან ნათელია, ასევე როგორც ამ კვირას სტრასბურგში ვთქვით და ეჭვი არ არსებობს, რომ ეს იქნება ჩვენი პოზიცია 2025 წელსაც.

თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.