პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართველებს საქართველოში დასვენება და შიდატურიზმში ფულის დახარჯვა უნდა ასწავლონ, რადგან ისინი დღეს საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ.
მისი განცხადებით, შიდა ტურიზმს თავისი ეკონომიკური ძალა აქვს და ის საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.
“დღეს ფაქტია, რომ ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ ვერ წავლენ. ბოლო რამდენიმე წელია ძაან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ საქართველოში დაისვენონ და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან… ეს არა. ესეც ტურიზმია, შიდატურიზმია და უნდა ვიცოდეთ, რომ აქაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ამაზე სწრაფად უნდა დავაკმაყოფილოთ რაღაც სტანდარტები და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ, იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ”, — განაცხადა გახარიამ.