შეერთებული შტატების პოზიციიდან ვიტყვი, რომ ჩვენ გვინდა და გვჭირდება, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანდეს. ეს, ისევე როგორც საქართველოში დემოკრატიის გაღრმავება, ნამდვილად არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში და ახლა საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა. მალე ევროკომისია გააკეთებს მოხსენებას და შემდეგ ევროპულმ საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამიტომ, ლოგიკურია, რომ მთავრობა უნდა აორმაგებდეს ძალისხმევას, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოყენებულ იქნას, რადგან შეიძლება ის აღარ გაიხსნას გარკვეული დროის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირმა ნათლად წარმოადგინა პრიორიტეტები და ისინი ეხება მედია პლურალიზმს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, დეოლიგარქიზაციას.
ამიტომ, თუ ამას მართლაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა მთავრობისთვის, მან უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებულ იქნას. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: ქართველებმა უზარმაზარი საფასური გადაიხადეს 2008 წელს და ისინი იმსახურებენ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, რადგან ისინი ევროპელები არიან კულტურულად, ისტორიულად, პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პრობლემები დროდადრო, მაგრამ საერთო ჯამში ეს ასეა. ამიტომ, ჩვენ მათ დავეხმნარებით, მაგრამ მათ თავადაც უნდა აიღონ სადავეები ხელში. იყო დრო, როდესაც საქართველო ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და იმედი მაქვს, რომ ამ ლიდერობას ის ისევ აღადგენს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას საქართველოს მთავრობის საქმეებსა და სიტყვებს შორის განსხვავების შესახებ, მე, როგორც ამერიკის მთავრობის წარმომადგენელი, ვერ ვუკარნახებ ქართველებს, როგორი მთავრობა უნდა ჰყავდეთ. ეს თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიონ არჩევნებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ინტეგრაციის სუირვილს გამოტქვამს და მტავრობა ამბობს, რომ ამ მისწრაფებების ერთგულია. ეს ნიშნავს, რომ უნდა შევხედოთ და ვნახოთ, რა იქნება. ეს არის გადამწყვეტი დრო. მომავალ 4 თვეში გადაწყდება, შეძლებს თუ არა საქართველო ევროკავშირისკენ მოძრაობას მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. ასე რომ, თუ ქართველ ხალხს სურს ეს, მათ აქვთ შესაძლებლობები, რომ მთავრობას გააგებინონ საკუთარი სურვილები. არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და არსებობს შესაძლებლობები საკუთარი აზრის გამოთქმის. ამ დილით მე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდი და მან დამიდასტურა, რომ მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეასრულოს ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა. ასე რომ, ვნახოთ. მე, როგორც ამერიკის წარმომადგენელი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მოგვეცით საშუალება, დაგეხმაროთ. ჩვენ ეს ძალიან გვინდა”
აცხადებს ამის შესახებ, ეუთო-ში აშშ-ის ელჩის, მაიკლ კარპენტერი.