აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიკსმა, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში თქვა, რომ ქართველმა კოლეგებმა ყურადღება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფაზე უნდა გაამახვილოს.
“ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს”, – განაცხადა მიკსმა.
მან ქართველ ხალხს მოუწოდა, ერთად დადდნენ იმისთვის, რომ დემოკრატია შენარჩუნდეს და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს.
“ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ შეერთებულ შტატებშიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გვერდზე მყარად იდგა და რამდენჯერმე მას ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას, რომელიც აქ სასამართლოებმა და საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურა. არ დაუშვებენ, რომ ის საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს გადავიდეს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, რომ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს”, – განაცხადა გრეგორი მიკსმა.