ქართველი ბავშვები ნიჭიერები არიან – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას თქმით, ქართველი ბავშვები ნიჭიერები არიან, თუმცა ერთი და იგივე დონის განათლება ვერ მიეწოდებათ.

„ქართველი ბავშვები ნიჭიერები არიან, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ერთი და იგივე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებს, ეს არის ძალიან ცუდი და სწორედ ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა“, – განაცხადა გახარიამ თეთრიწყაროს მაჟორიტარის წარდგენისას.

პრემიერის თქმით, განათლების ინფრასტრუქტურამ “უნდა უზრუნველყოს ის, რომ 21-ე საუკუნეში, ჩვენი ნიჭიერი ბავშვები სხვა ქვეყნის შვილებთან ერთად კონკურენტუნარიანები იყვნენ“.

მისივე თქმით, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ ადამიანს, ვინც გლეხია და ფერმერობა უნდა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ის რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი მტერი კი არა, მისი პარტნიორია და სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს, რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს ინიციატივა, არ ეშინია რისკის თავის თვაზე აღების, შეუძლია ნაბიჯი გადადგას და გახდეს მეწარმე. იმას ვინც გლეხია და უნდა, რომ გახდეს ფერმერი, მას უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.