ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.ლავასოღლი უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა. მათივე თქმით, აეროპორტში შემოწმებისას გორაძეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს.
უკრაინული გამოცემა წერს, რომ მინდია გორაძემ ოდესის აეროპორტში დებოში ატეხა და ვენების გადაჭრით იმუქრებოდა, თუ მას კვლავ მინსკში გაადეპორტებდნენ.
მან შეგნებულად გამოიწვია ხმაური და შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც ოდესა-მინისკის ავიარეისზე, უსაფრთოების ზომებიდან გამომდინარე, აღარ აიყვანეს საზღვარზე გააჩერეს.
39 წლის მინდია გორაძეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში ლავას ოღლის სახელით იცნობენ, საქართველოში დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით თურქეთში იყო დაკავებული და რამდენიმე თვე ტრაპზონის იზოლატორში იმყოფებოდა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ ქართველი „კანონიერი ქურდი“ საქართველოს ნაცვლად ბელარუსში გაუშვეს, სადაც ის მინსკის აეროპორტშივე დააკავეს.