ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე (Nini Iris) ამერიკული Voice-ის ნახევარფინალშია

ქართველი მომღერალი, ნინი ბრეგვაძე, რომელიც ამერიკულ Voice-ში  Nini Irirs–ის სახელით მონაწილეობს, კონკურსის ნახევარფინალში გადავიდა 9 მონაწილესთან ერთად. ბოლო კვირის ლაივშოუში მაყურებელმა კენჭისყრით 12 მონაწილიდან 8 აარჩია, რომელთა შორის ნინიც იყო. გავარდნილი 4 მონაწილიდან მაყურებელი კენჭისყრით გადაწყვეტს, ვის მისცეს ნახევარფინალში გასვლის შანსი. თუმცა, ნინი ბრეგვაძეს ნახევარფინალში მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

27 წლის Nini Iris ბოლო რამდენიმე წელია ნიუ იორკში ცხოვრობს, სადაც ის მუსიკალური კარიერის შექმნის მიზნით ჩავიდა, და როგორც თვითონ, ვოისისთვის მომზადებულ სიუჟეტში ამბობს, რთული გზა გაიარა.

ქართველმა მომღერალმა პირველივე შოუზე დიდი მოწონება დაიმსახურა. მის ნამღერზე ოთხივე მწვრთნელი შემოტრიალდა. მას შემდეგ სულ 5 შოუში მიიღო მონაწილეობა და ყოველ ჯერზე მწვრთნელები მისთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. ამ კვირის ლაივშოუ პირველი იყო, როცა მაყურებლის კენჭისყრით გადაწყდა, ვინ გააგრძელებდა კონკურსში მონაწილეობას და როგორც გაირკვა, ის ამერიკული აუდიტორიის სიმპათიითაც სარგებლობს.