ქართველი სამხედროების პატივსაცემად პარლამენტთან აქცია გაიმართა – ადგილზე უკრაინის ელჩიც მივიდა

პარტია “დროას” ორგანიზებით, უკრაინაში ქართველი სამხედროების პატივსაცემად პარლამენტთან აქცია  გაიმართა.   აქციაზე მივიდა საქართველოდან გაწვეული უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვიც.  მან დაღუპული მებრძოლების სურათები გვირგვინით შეამკო და თქვა: დიდება უკრაინას!  

აქციის ორგანიზატორებმა ადგილზე დაღუპული სამხედროების ფოტოსურათები მიიტანეს. შეკრებილები ქართველი გმირების ოჯახის წევრებს უსამძიმრებენ.

მებრძოლ სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად დღეს საქართველოს 6 ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ზუგიდიდში, თელავში, სამტრედიასა და ფოთში.  მოქალაქეები შეიკრიბნენ.