“პირველ რიგში, ჩვენ ყველანი ვამაყობდით, რომ ქვეყანა გასულ წელს კანდიდატი გახდა და აშკარაა, რომ “უცხოური აგენტების შესახებ კანონითა” და რიგი სხვა მოვლენებით, იგი ევროკავშირს დაშორდა. როდესაც ვამბობ, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა, უნდა დავაკონკრეტო, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირს არ ჩამოშორებულა. ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის მაჩვენებელი 80-დან 90%-მდე რჩება. ამიტომ, საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მცირე პროგრესი იქნა მიღწეული ე.წ. ცხრა ნაბიჯის შესახებ, რომელიც უნდა შესრულებულიყო. შედეგად, ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია”,

ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანმა დღეს ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.