“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ არჩევნებზე დაკვირვებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და დღეა, როდესაც ქართველი ხალხი გამოდის ხმის მისაცემად, რათა ლიდერები იყვნენ ანგარიშვალდებულნი, რათა ლიდერებმა გაიგონ, რა არის მათი პრიორიტეტები, იქნება ეს სამუშაო ადგილები, გზები, წყალგაყვანილობა, ჯანდაცვა. ეს არის დღე, როცა მოქალაქეებს უსმენენ.

მოხარული ვარ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, რომელზეც ამ დრომდე ვიმყოფებოდი მშვიდი გარემოა, კარგად ორგანიზებულია ხმის მიცემის სივრცეები, დაცულია კოვიდთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები. იმედი მაქვს, ადამიანები მოვლენ ხმის მისაცემად პირბადეებით და გახდიან ლიდერებს ანგარიშვალდებულს. ეს არის დემოკრატიის არსი. ქართველი ხალხი არის დემოკრატიის ქვაკუთხედი”

განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.