“დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობარო, კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობრული ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა. ჩვენი ხალხის კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას”.
წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მილოცვას ეხმაურება.