ერაყში, დაჰუკის პროვინციაში ოთხმა მძარცველმა, მათ შორის ქართველმა ქალმა, ერთ-ერთი ოჯახიდან 2.6 მილიონი აშშ დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Rudaw-ი ავრცელებს. ქალი აღნიშნულ ოჯახში დამლაგებლად მუშაობდა და მან დანაშაული 3 თანამზრახველთან ერთად ჩაიდინა, რომლებიც საქართველოდან აგვისტოს ბოლოს ძარცვის მიზნით ჩავიდნენ. ძარცვა მაშინ განახორციელეს, როდესაც ოჯახი შინ არ იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების დახმარებით ფულისა და ოქროს პოვნა და პატრონისთვის დაბრუნება შეძლეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ თან მხოლოდ 20 000 ათასი აშშ დოლარის წაღება მოახერხა.
„როდესაც ქალი დარწმუნდა, რომ პატრონი სახლში არ იმყოფებოდა, დაურეკა თანამზრახველებს და მშვიდად ჩაიდინეს ძარცვა,“- განაცხადა დაჰუკის პოლიციის დირექტორმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.