“თუ ცდიან დაჭერას, უი მაგათ და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ”,– ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას მოსალოდნელ დაკავებას. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ნიკა მელიას დაპატიმრება არ უნდა დაუშავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უნდა გააკეთონ ეს, სააკაშვილი ასე პასუხობს:
“როგორც არ უშვებდნენ ამას უკრაინაში პატრიოტები, როგორც არ უშვებდნენ ყირგიზეთში, როგორც არ უშვებდნენ თავის დროზე საქართველოში, როგორც არ უშვებენ ყველა თავმოყვარე ერში და ქვეყანაში. რას ნიშნავს, როგორ?! ჩართეთ ტელევიზორი და იუთუბი და გაჩვენებთ, როცა ძალადობას იჩენს მთავრობა, როგორ იცავს საკუთარ თავს მშვიდობიანად ხალხი. ჩვენ გვინდა სტაბილურობა, სიმშვიდე და სიწყნარე. თუ ძალმომრეობას იჩენს მთავრობა და ეს არის ძამომრეობა და ძალადობა, მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი მონახავს გზას, არ დაუშვას ძალმომრეობის შემდგომი გაგრძელება”,– ამბობს სააკაშვილი ტვ პირველის ეთერში.
მისივე თქმით, ხვალ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს იგივე ძალმომრეობის მსხვერპლი.