კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 22:21

ქართველს სტუმარ-მასპინძლობის შეხსენება არ სჭირდება, მტერს მტრულად უნდა დახვდე – გიგა ოთხოზორიას დედა პოზნერზე

“ქართველს არ სჭირდება სტუმარ-მასპინძლობის წესების შეხსენება, მაგრამ მტერს მტრულად უნდა დახვდე” – ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რითიც, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

”ამაზე მეტი დამამცირებელი მოქმედება და ის, რომელსაც იმ რესტორნის წარმომადგენლები იჩენდნენ ამ “საპატიო” სტუმრების მიმართ… ის ადამიანები, ვინც მოქმედებს წინ აღუდგა და მათ მოქმედებას უარყოფითად მოიხსენიებენ, მე მგონია, ეს ძალიან დიდი სირცხვილი. უნდა გვიხაროდეს, ყოველ ნაბიჯზე უნდა ვამაყობდეთ ამ ახალგაზრდებით… საამაყო ახალგაზრდები გვყავს”- ამბობს ჯულიეტა ჭანტურია.

ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. წარდგენილ საჩივარში მომჩივნები ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გ. ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ.