“ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერი გასაყოფი არ არის”- ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა სოფელ ბუკნარში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“არც ამ სოფელში, არც გურიის რომელიმე სოფელში იქნება თუ მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერი გასაყოფი არ არის. ჩვენი ისტორიული და კულტურული მონაპოვარია ის რომ სხვადასხვა კონფენსიის ადამიანები ერთად თანავცხოვრობთ”- განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი 12 იანვარს დაიწყო. ურთიერთშელაპარაკების დროს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. დააკავეს 1 ადამიანი. მუსლიმები სალოცავი სივრცის მოწყობას ითხოვენ, რაზეც ქრისტიანმა მართლმადიდებლებმა პროტესტი გამოთქვეს.