საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისია მუშაობას განაგრძობს.
უწყების განმარტებით, ქართველ დიპლომატებს რეკომენდაცია მისცეს, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრები კიევიდან გამოიყვანონ.
“უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ მიეცათ რეკომენდაცია სურვილის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ”, – აცხადებენ უწყების პრესსამსახურში IPN-ის ცნობით.