ქართული ენა პრეზიდენტმა არ იცის და მაინც ვერ გაიგებს, რას მიმართავენ – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია აბსოლუტურად ერთიანია თავის პოზიციაში. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტიციო ცვლილების მხარდაჭერა არ მოხდება.

„მე კარგად მახსოვს მათი განცხადებები, რომ არაფერი შეიცვლებოდა საარჩევნო სისტემაში და არაფერი იქნებოდა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან იყო კონკრეტული შეხვედრები, რომელმაც ერთ დღეში შეცვალა მათი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მათ სჭირდებათ იგივე წამალი, რა წამალმაც უშველა მარტში. ეს წამალი იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ.

კითხვაზე, უნდა მიმართოს თუ არა მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს პატიმრების შეწყალებაზე, ვაშაძემ განაცხადა, რომ ამის გადაწყვეტის გზები არსებობს.

„როგორც უნდათ, უნდათ მიმართონ, უნდა მომართონ, ქართული ენა არ იცის პრეზიდენტმა და მაინც ვერ გაიგებენ რას მიმართავენ. აქედან გამომდინარე, მაგის გადაწყვეტის გზები არსებობს“, – განაცხადა ვაშაძემ.