„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრეგაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, გამოკითხვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება ბრეგაძის სუს-ში დაბარება.