ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი ოდესღაც იდგა, ახლა ეს საკითხი დახურულია, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „არგუმენტები და ფაქტებთან“ განაცხადა.
„ისინი ჩვენ არ გვაღიარებენ, ვერ ხედავენ აფხაზეთს, როგორც სახელმწიფოს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი სახელმწიფოთაშორისი კონტაქტი. გვაქვს მხოლოდ ჟენევის მოედანი რუსეთის მონაწილეობით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის განხილვას არც საქართველოსთან და არც სხვასთან არ ვაპირებთ. ამას ხალხი განსაზღვრავს, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ეს თემა სამუდამოდ დახურულია,“- აღნიშნა ბჟანიამ.