ქართული ოცნება არის ერთად შეკრული გუნდი, რომელსაც არაფერი დაასუსტებს – ბოლქვაძე

“ქართული ოცნება არის ერთად შეკრული გუნდი, რომელსაც არაფერი დაასუსტებს”, — განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ.

ამ წუთებში ქართულ ოცნების ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, მომავალი პრემიერმინისტრობის კანდიდატის ვინაობას განიხილავენ.

დღეს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. მისი განმარტებით, ამის მიზეზი გუნდში ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებული უთანხმოებაა.