“რა არის ამ ბანერზე, უხამსობა? პორნოგრაფია, თუ რა ხდება ამ ბანერზე ამისთანა? ეს ადამიანები საკუთარ თავს ვერ გაექცევიან და ვერც მათი შვილები გაექცევიან ამ წარსულს. ამიტომ ნუ ვიკეკლუცებთ, ეს არის კეკლუცი, “მოგწონს ეს ბანერი?”– კეკლუცი კითხვაა. ვისაც არ მოსწონს, იმას არ მოსწონს. არ იწვევს ეს სიძულვილის გაღვივებას, ეს იწვევს იმას, რომ არ დაგავიწყდეთ, საიდან მოვდივართ. ქართული ოცნება არ იქნება მუდამ ხელისუფლებაში, ამის ნუ გეშინიათ.
2 ოქტომბერს ნამდვილად გაიმარჯვებს ქართული ოცნება, მაგრამ ეს ქართული ოცნება ვერ იქნება ხომ მუდმივად ხელისუფლებაში, მაგრამ ნუ დაგვიდგენთ ნურავინ წესს, რომ დავივიწყოთ წარსული. ეს წარსული მუდმივად უნდა იყოს ცხვირთან, მათ შორის, ბანერების სახით”
განაცხადა თეა წულუკიანმა, კულტურის მინისტრმა “სისხლიან” ბანერებზე საუბრისას.