ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოცნების ახალი ოფისის გახსნაზე თქვა.
გახსნას ესწრება ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც.
“დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანია, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება”- თქვა ღარიბაშვილმა.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული “ხალხის ძალა” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიით მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი განცხადება ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
“მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია და ეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, მათ შორის, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, დღეს გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან, საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას”, – თქვა მდინარაძემ.