პარტია დროას ლიდერის, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქვეყნის ინტერესებში შედის, რომ ცვლილებები მშვიდობიანად გაფორმდეს.
ის ოცნებას მოუწოდებს, რომ ერთი ადამიანის ჯანმრთელობაც კი არ ღირს სკამად და ძალაუფლებად, ამიტომ ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წავიდნენ.
“მათ აქვთ შანსი, ახლა მაინც მოიქცნენ ისე, რომ მშვიდობიანად და ღირსეულად წავიდნენ ხელისუფლებიდან და ნუ დააზიანებენ ქვეყანას.
კიდევ ერთხელ ვურჩევ “ქართულ ოცნებას” ნუ აზიანებენ ამ დარჩენილ დროში საქართველოს ინტერესებს, ნუ აზიანებენ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და მშვიდობიანად მოემზადონ ხელისუფლებიდან წასვლისთვის”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.