ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, მოკვდა. ბერძენიშვილი დღეს პარლამენტის წინ გამართულ ანტისაოკუპაციო აქციაზე მივიდა, რომელიც 20 ივნისის ერთი წლის თავის აღსანიშნავად გაიმართა.
„ეს იყო წელიწადი, როცა ოცნება მოკვდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა მსოფლიოსათვის. ჯერ შიგნით იცოდნენ, რომ კვდებოდა, მერე ჩვენ შევატყვეთ, ახლა აშშ–მ, ევროპელმა პარტნიორებმა, ევროპის საბჭომ, დასავლელმა პარტნიორებმა – ყველამ გაიგო. ქართული ოცნება ფაქტიურად აღარ არსებობს. მიმდინარეობს გაუთავებელი პანაშვიდები. ორგანიზებულად უნდა გავაცილოთ პოლიტიკიდან. მერე მეცნიერებამ უნდა შეისწავლოს, როგორ აღმოჩნდა შესაძლებლობა, რომ ივანიშვილის გაქანების ადამიანი აღმოჩნდა საქართველოს გაქანების ქვეყნის სათავეში. ბევრი იდიოტი გვყოლია, მაგრამ ასეთი ჯერ არა არა. ეს რაღაც სიახლეა. და ვინაიდან ქვეყანას ეს მოუვიდა, ამას შევისწავლით. ხელისუფლებამ ვერ დაინახა შესაძლებლობა, ბოდიში მოეხადა ხალხისთვის, რომ ქართველი ხალხი დაარბიეს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს უყვარს საქართველო. რუსეთის ინტერესების დასაცავად ხალხი დააბრმავეს, ბავშვები დააბრმავეს. ახალგაზრდობა თავის ადგილზე დგას, ახალგაზრდობა თავის სიტყვავას იტყვის. საქართველოს აქვს მომავალი და საქართველო ამ მომავალს, რომელსაც იმსაუხრებს მიიღებს.
ძალიან კარგი იქნება თუ გახარია იქნება სიის პირველი ნომერი – ეს იქნება მათი გულწრფელი პასუხი, რას ფიქრობენ ახალგაზრდებზე, რას ფიქრობენ მომავალზე, რას ფიქრობენ ხალხზე. შემიძლია შევთავაზო კაგებეშნიკი ჯალათები, ვინც ცოცხალია – გამოიყვანონ და ჩაწერონ პირველ ათეულში. გაზარია არის რუსეთის უნიჭო არტისტი, ვინც თავისი როლი შეასრულა, ამიტომ გინდა პირველ ნომრად ჩაწერონ, გინდა 90–ედ , მნიშვნელობა არ აქვს.”– ამბობს ბერძენიშვილი.