“ქართული ოცნება” პრეზიდენტის დაანონსებულ აქციას არ უერთდება

”ქართული ოცნება” 16 ივნისს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კობახიძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

“როცა შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, ბუნებრივია, იქნება სერიოზული ხარვეზები რაოდენობის, ლოჯისტიკის და ა.შ. კუთხით. ბუნებრივია, ჩვენ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული ინიციატივა”- თქვა კობახიძემ.