„ქართული ოცნება” პროცედურულ ომს გამოუცხადებს საგამოძიებო კომისიას – დეკანოიძე

დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება” პროცედურულ ომს გამოუცხადებს საგამოძიებო კომისიას –  ამის შესახებ ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

“კომისიამ უნდა დაადგინოს, რა იყო ღირსებაშემლახავი და არადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ყველამ იხილა კადრები და ეს ჩემი მოგონილი არ არის. ყველაფერი რუტინულად არის შესასწავლი და ამაში არაფერია პოპულისტური. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება” პროცედურულ ომს გამოუცხადებს საგამოძიებო კომისიას და გადაწყვეტს, რომ მათ შორის კომისიის შემადგენლობაზე ზეწოლა მოახდინოს, მაშინ ჩავთვლით, რომ კომისიის შექმნა და სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გასაჯაროვება არ უნდა “ქართულ ოცნებას” და ამიტომ ეწინააღმდეგება.

პირადად მე, არასოდეს ჩამითვლია, რომ იაგო ან სხვა “გირჩიდან” “ქართულ ოცნებასთან” ღიად ან დაფარულად თანამშრომლობს. ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერც მექნებოდა და არც მაქვს. ყოველთვის იარლიყების მიწებების წინააღმდეგი ვარ. თუ მათ ჩვენი თანამშრომლობა დასჭირდებათ, მათთან ვითანამშრომლებ”, – განაცხადა დეკანოიძემ.