“ქართული ოცნება” რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, თუ ამის “კეთილი ნება” ექნება

ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნებს მხოლოდ საკუთარი კეთილი ნებით დანიშნავს.

“რიგგარეშე არჩევნების ნაწილს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს  მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და ქართული ოცნება ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება.

შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები, არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დაააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პორაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებშია დამკვიდრებული”,– თქვა კობახიძემ.